კოკაია ზაალ გივის ძე (დ. 29. V. 1962, თბილისი), ბიოლოგი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1997), პროფესორი (2008). დაამთავრა თსუ-ის ბიოლ. ფაკ-ტი (1984). მუშაობდა ი. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლ. ინ-ტში (1987). იყო ლუნდის უნ-ტის სტიპენდიატი (შვედეთი, 1990), სადაც მოიპოვა ფილოს. დოქტორის ხარისხი (1995). საქართველოში მიენიჭა ბიოლ. მეცნიერებათა დოქტორის სამეცნ. ხარისხი (1997); ლუნდის უნ-ტის თანამშრომელი (1999) ექსპერ. ნევროლოგიის დარგში, ასოცირებული პროფესორი (2002) ექსპერ. მედ. დარგში; ღეროვანი უჯრედებისა და უჯრედული თერაპიის სტრატეგიული ცენტრის ნერვული ღეროვანი უჯრედების ბიოლ. ლაბორატორიის ხელმძღვანელი (2003), ამავე ცენტრის დირექტორის მოადგილე, დირექტორი (2011–20); ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშ. სამეცნ. კონსორციუმ „შტემშტროკეს“ ხელმძღვანელი (2007–11); ევროკავშირის FP 7 კონსორციუმის, „თარგეთ ბრეინის“ კოორდინატორი (2012–16); ლუნდის უნ-ტის კლინიკური მეცნ. კათედრის ნევროლოგიის განყ-ბის პროფესორი (2008) ექსპერ. სამედ. კვლევის დარგში. მისი კვლევის ძირითადი თემაა ღეროვანი უჯრედების შესაძლო გამოყენება თავის ტვინის ინსულტით გამოწვეული ფუნქციური დარღვევების აღსადგენად. მიღებული აქვს საქართვ. ეროვნ. (2019) და ბ. ფალკის (2020) პრემიები ნეირომედიცინაში.