კოკაია მერაბ გივის ძე (დ. 16. III. 1956, თბილისი), ბიოლოგი, ფიზიოლოგი. მეცნ. დოქტორი (1991), პროფესორი (2008). 1978 დაამთავრა თსუ-ის ბიოლოგიის ფაკ-ტი ბიოფიზიკის სპეციალობით. სამეცნ. კვლევა დაიწყო ი. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლ. ინ-ტში.
კ. გაცვლითი პროგრამით გაემგზავრა შვედეთში. ლუნდის უნ-ტში მუშაობდა ნერვული უჯრედების ტრანსპლანტაციაზე ეპილეფსიის ცხოველურ მოდელებში (1986–87). იყო ამავე უნ-ტის თანამშრომელი (1998) ექსპერ. ნევროლოგიაში; ვალენბერგის ნევროლოგიის ცენტრში (შვედეთი) – ექსპერ. ეპილეფსიის კვლევითი ლაბორ. გამგე (2006); ეპილეფსიის ცენტრის დირექტორი (2013); დიდი კოლაბორაციული ევროპული კომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის EPITARGET კოორდინატორი (2013–18) ეპილეფსიის კვლევაში. ილიას სახ. სახელმწ. უნ-ტის მოწვეული პროფესორი (2011).
კ-ის სამეცნიერო კვლევები გამოქვეყნებულია საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში (Neuron, PNAS, Brain, J. Neurosci., J Clin. Inv., Neurobiol. Dis., Gene Therapy, PLOS ONE, Hippocampus, Molecular Therapy და სხვა). მიღებული აქვს პატენტები აშშ-ში [ნუკლეინის მჟავების თანამიმდევრობათა გამოყენება ნევროლოგიური და ფსიქიატრიული დაავადებების დროს, ვექტორები და ნაერთები (2014); ნუკლეინის მჟავების თანამიმდევრობათა გამოყენება ეპილეფსიის მკურნალობაში (2014); ცერებრული იშემიისა და ცერებრული დაზიანების მკურნალობა ნეიროპროტექტორული აგენტებით (1999)].