„კოკა-ტაური“

„კოკა-ტაური“ (შპს), მინერალური წყლის ჩამომსხმელი საწარმო. მდებარეობს სოფ. კოკოტაურში (აჭარის არ, ქედის მუნიციპალიტეტი). მინ. წყალი „კოკო-ტაური“ პირველად 1972 ჩამოისხა, ხოლო 90-იანი წლებიდან დაიწყო მისი სერიული გამოშვება. ქიმ. შემადგენლობით წყალი უნიკალურია და გამოიყენება მრავალი დაავადების მკურნალობისას. მომხმარებლის მოთხოვნის ზრდას წარმოების გაფართოება მოჰყვა. სამკურნ. წყლით დაინტერესდნენ სხვადასხვა ქვეყნის სამედ. თუ კომერციული სტრუქტურები. 2005 საწარმომ მიიღო წყლის ჩამოსხმის ლიცენზია. 2014 აშენდა ახ. ჩამომსხმელი საწარმო, რ-იც აღჭურვილია იტალიიდან და რუსეთიდან შემოტანილი უახლესი დანადგარებით. საწარმოში წყალი 1,7 კმ სიგრძის მილებითაა გადმოყვანილი და 5 რეზერვუარში იწმინდება. არსებული სიმძლავრეებით აქ შესაძლებელია დღეში 10000 ლ მინ. წყლის ჩამოსხმა, თუმცა პოტენციური მარაგი გაცილებით მეტია. წყალი 0,5- და 1-ლიტრიან პლასტმასის ბოთლებში ისხმება. პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილ. ბაზარზე. საერთაშ. გამოფენებზე 1988 (პარიზი), 2001 და 2003 (თბილისი) მინ. წყალმა „კოკოტაურმა“ თავისი სამკურნ. თვისებებით პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედლები მიიღო.