კოკი, სოფელი სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ოდიშის დაბლობზე, მდ. ენგურის მარცხ. ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: კ., ხურჩა). ზ. დ. 20 მ, ზუგდიდიდან 14 კმ. 887 მცხ. (2014). კ-ში არის ყირიმის ომში (1853‒56) დაღუპულ ძმათა სასაფლაო „ნალიმა“ და ობელისკი.
კ. წერილობით წყაროებში პირველად XVI ს-ით დათარიღებული გელათის მონასტრისადმი ჟორჟოლაძეთა შეწირულობით სიგელშია მოხსენიებული. გვიანდ ფეოდ. ხანაში კ. ოკრიბის შემადგენლობაშია.
თ. ბერაძე