კოკოევი ვასილ ნიკოლოზის ძე

კოკოევი ვასილ ნიკოლოზის ძე (21. I X. 1921, დაბა ჯავა, ახლანდ. ჯავის მუნიციპალიტეტი, – 20. I. 1991, ცხინვალი), მხატვარი, საქართვ. დამს. მხატვარი (1965). 1949 დაამთავრა მოსკ. უმაღლესი სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებელი. მუშაობდა ქანდაკების დარგში. შექმნა არაერთი სკულპტურული ნამუშევარი, რ-ებიც საქართვ. სახელმწ. სურათების (ახლანდ. დ. შევარდნაძის სახ. ეროვნ. გალერეა) გალერეისა და ცხინვალის მუზეუმის ფონდებში ინახება. კ-ის ნამუშევრები („მუშის პ ორტრეტი“, 1959; „ქალიშვილის პორტრეტი“, 1966; „შებრძოლება“, 1975 და სხვ.) ძირითადად თანამედროვეობას, ადამიანებს, საყურადღებო ფაქტებსა თუ მოვლენებს ეძღვნება.