კოკოლია ივანე ალექსანდრეს ძე

ი. კოკოლია 

კოკოლია ივანე ალექსანდრეს ძე (18.II.1931, სამტრედია, – 18. IX. 2003, თბილისი), საოპერო მომღერალი, ბარიტონი. საქართვ. დამს. არტისტი (1983). 1952 დაამთავრა თბილ. ნიჭიერთა ათწლედი ვოკალის განხრით (ვ. ქაშაკაშვილის კლასი), 1960 – თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის ვოკალის ფაკ-ტი (პედ-ები: გ. მარგიევი, ა. აგლაძე- ჩიჯავაძე). 1961-იდან სიცოცხლის ბოლომდე იყო ზ. ფალიაშვილის სახ. თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის (ბარიტონი), საქართვ. ფილარმონიისა და საქართვ. სახელმწ. სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტი. შესრულებული აქვს არიები: მეფე გიორგი (შ. მშველიძის „დიდოსტატის მარჯვენა“), თავადი ლევანი (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“), ორბელიანი (დ. თორაძის „ჩრდილოეთის პატარძალი“), გიორგი (ო. თაქთაქიშვილის „სამი ნოველა“), ოსმან-აღა (ლ. ფალიაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა“), ვალენტინი (შ. გუნიას „ფაუსტი“), ტონიო (რ. ლეონ კავალოს „ჯამბაზები“), მარსელი, ჯანი სკიკი, სკარპია, შარპლესი (ჯ. პუჩინის „ბოჰემა“, „ჯანი სკიკი“), „ტოსკა“, „ჩიო- ჩიო-სანი“), რობერტი, ტომსკი (პ. ჩაიკოვსკის „იოლანტა“, „პიკის ქალი“) და სხვ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).