კოკომჟავა

კოკომჟავა

კოკომჟავა (Rumex acetosella), მრავალწლოვანი ორსახლიანი ბალახოვანი მცენარე მატიტელასებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ჩრდ. ნახევარსფეროს ტყისა და ველის ზონაში. თითქმის მთელ საქართველოში გვხვდება სუბალპურ სარტყლამდე, უმთავრესად ნატყევარ მდელოებზე, ტყის პირებსა და ბუჩქნარებში. სარეველად იზრდება ნათესებსა და ბოსტნებში. არჩევს მჟავე ნიადაგს. ფოთლები შეიცავს მჟაუნმჟავა კალიუმს. ერთი მცენარე იძლევა 1000-მდე თესლს, რ-იც 40 წლამდე ინარჩუნებს აღმოცენების უნარს.