კოკოსკერია იასონ ბასიათის ძე (6.VII. 1914, სოფ. კალდახვარა, ახლანდ. გუდაუთის მუნიციპალიტეტი, – 29. IV. 1988, სოფ. ბზიფთა, გაგრის ზონის ტერიტორია), საბჭოთა კავშირის გმირი (24. III. 1945), ეფრეიტორი. იბრძოდა ჩრდ. კავკასიაში, დნეპრზე. მონაწილეობდა ნიკოლაევის, ოდესის, იზმაილის ბრძოლებში. უნგრეთის გათავისუფლების დროს ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა სსრ. კავშირის გმირის წოდება. დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და სხვ. სახელმწ. ჯილდოებით.
ტ. ჩინჩილაკალაშვილი