კოკოსქირია ივანე ხარიტონის ძე

კოკოსქირია ივანე ხარიტონის ძე (20. V. 1915, სოფ. ოთხარა, ახლანდ. გუდაუთის მუნიციპალიტეტი, – გარდ. თარიღი უცნობია), აფხაზი მსახიობი. აფხაზეთის არ-ის (1954) და საქართვ. დამს. არტისტი (1961). 1931‒34 სწავლობდა სოხუმის აფხაზურ დრამატულ სტუდიაში. 1932-იდან სოხუმის აფხ. თეატრის მსახიობია. შესრულებული აქვს მრავალი როლი, მ. შ. აღსანიშნავია: კოტე ფანტიაშვილი (ა. ცაგარლის „ხანუმა“), ლარბი (ს. შანშიაშვილის „ანზორი“), ნაგარი (ა. კორნეიჩუკის „ესკადრის დაღუპვა“), ასკარა (უ. ჰაჯიბეკოვის „არშინ მალ ალან“), ვურმი (ფ. შილერის „ვერაგობა და სიყვარული“) და სხვ.