კოკოტაური, სოფელი აჭარის არ-ის ქედის მუნიციპალიტეტში (ცხმორისის თემი), მდ. აჭარისწყლის მარცხ. მხარეს. ზ. დ. 430 მ, ქედიდან 17 კმ. 545 მცხ. (2014). სოფელში არის მინერ. წყარო „კოკოტაური“, რ-საც თითქმის 50 წელია, ტრადიციულად ქარხნული წესით ასხამენ და განსაკუთრებული გემური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.
მოსახლეობის უმრავლესობას მოჰყავს თამბაქო.