„კოკოტაური“

„კოკოტაური“

„კოკოტაური“, სამკურნალო მინერალური წყალი ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. კოკოტაურში (აჭარის არ). მიეკუთვნება ნახშირმჟავა, სულფატურ-ჰიდროკარბონატულ, კალციუმ-მაგნიუმ-ნატრიუმიან წყლებს. საერთო მინერალიზაციით 2,4–3,2 გ/ლ. გამოიყენება სასმელად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების ქრონიკულ დაავადებათა დროს.

ბოთლებში ჩამოსხმულ მინერალურ წყალს უშვებენ „კოკოტაურის სახელწოდებით (იხ. „კოკა-ტაური“).