კოკოჩაშვილი მიხეილ ივანეს ძე

კოკოჩაშვილი მიხეილ ივანეს ძე [25. II(10. III). 1901, ქუთაისი, – 7. IX. 1963, თბილისი], ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1935), პროფესორი (1936), saqarTv. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961).

1924 დაამთავრა თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტი; 1932–63 ხელმძღვანელობდა თსსი-ის ბავშვთა ქირურგ. და ორთოპედიის კათედრას.

კ. იკვლევდა ბავშვთა ასაკის ქირურგ., ტრავმატიზმის, უროლოგიური და ორთოპედიული დაავადებების, განსაკუთრებით კი მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი ამოვარდნილობისა და ბავშვთა ძვალ-სახსრის ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებს. ქართულ ენაზე შეადგინა ბავშვთა ქირურგ. პირველი სახელმძღვანელო (1955).

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: ძვალ-სახსართა ტუბერკულოზი, თბ., 1958; Неотложная хирургия брюшной полости у детей, Тб., 1956.