კონსერვატორია

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. არქიტექტორი ა.შიმკევიჩი. 1901–04.

კონსერვატორია (იტალ. conservatorio, თავდაპირველი მნიშვნელობით – თავშესაფარი < ლათ. conservo – ვინახავ), უმაღლესი მუსიკალური სასწავლებელი, რომელიც ამზადებს ინსტრუმენ-ტალისტებს, ვოკალისტებს, დირიჟორებს, კომპოზიტორებს, მუსიკათმცოდნეებს. XVI ს-ში კ-ს ობოლ და უპატრონო ბავშვთა თავშესაფარს უწოდებდნენ, სადაც ხელობასთან ერთად სიმღერასაც ასწავლიდნენ, ვინაიდან უამრავ ტაძარს ესაჭიროებოდა მგალობლები. ამ დაწესებულებაში მუსიკის სწავლებამ თანდათან ძირითადი ადგილი დაიკავა. სიმღერასთან ერთად ისწავლებოდა ინსტრუმენტებზე დაკვრაც. დროთა განმავლობაში წარმოიშვა სპეციალ. მუს. საგანმან. სასწავლებლების შექმნის აუცილებლობა. პირველი ასეთი საგანმან. დაწესებულება, რ-იც იმ დროისათვის უმაღლეს სამუსიკო განათლებას იძლეოდა, 1537 გახსნა ესპანელმა მღვდელმა ჯოვანი დი ტაპიამ ქ. ნეაპოლში. 1793 დაარსებული პარიზის ეროვნ. მუს. ინ-ტის ბაზაზე 1795 გაიხსნა მუსიკისა და დეკლამაციის კ. XIX ს. I ნახ-ში კ-ები შეიქმნა ევრ. და ამერ. მრავალ ქალაქში.

საქართველოში კ. დაარსდა 1917 წ. 1 მაისს თბილისში. ეს იყო პირველი კ. მთელ ამიერკავკასიაში (იხ. სტ. თბილისის კონსერვატორია).