კოლაეთი

კოლაეთი (ბერძნ. kolike), მისიმიანეთის ძველი სახელწოდება. ანტიკური ხანის წყაროებში აქ მოსახლე ტომს კოლნი ანუ კოლაელნი ეწოდებოდა. ტერმინი მისიმიანი გვხვდება VI–VIII ს-იდან.

ლიტ.: ინგოროყვა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954; ლომოური ნ., ბერძენი ლოგოგრაფოსების ცნობები ქართველი ტომების შესახებ, მსკი, ნაკვ. 35, თბ., 1963; ფლავიუს არიანე, მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო, თბ., 1961.