„კოლაელ ყრმათა მარტვილობა“

„კოლაელ ყრმათა მარტვილობა“, IX ს. ქართული მწერლობის ანონიმური ძეგლი; ჰაგიოგრაფიული თხზულება, რ-შიც აღწერილია, თუ როგორ აწამეს 9 გაქრისტიანებული მცირეწლოვანი (7–9 წლისა) ყრმა წარმართებმა (არა უგვიანეს VI ს-ში). თხზულება გვაწვდის საყურადღებო ცნობებს ქრისტიანობის ისტორიის ზოგიერთი მხარის გასათვალისწინებლად. ძეგლის მიხედვით, მტკვრის სათავის ქვაბულში – ხევში, რ-საც კოლაQ ერქვა, ცხოვრობდნენ ქრისტიანებიც და წარმართებიც. მიუხედავად წარმართთა რიცხობრივი და უფლებრივი უპირატესობისა (სოფლის მთავარიც წარმართი ყოფილა), ქრისტიანები შეუზღუდავად ასრულებდნენ ღვთისმსახურებას თავიანთ ეკლესიაში, მაგრამ სასტიკად ჰქონდათ აკრძალული ქრისტიანობის ქადაგება და გავრცელება წარმართთა შორის. მშობელს განუსაზღვრელი უფლებები ჰქონდა, მას შეეძლო სიკვდილითაც კი დაესაჯა ურჩი შვილი. „. ყ. -ის“ მიხედვით, უმოწყალო მშობლებმა ქრისტ. სარწმუნოების ერთგულებისათვის კოლაელი ყრმები თავდაპირველად სასტიკად აწამეს, ხოლო შემდეგ „განუხეთქნეს თავნი მათნი“ და სხვა წარმართთა ხელშეწყობით ჩაქოლეს.

ჩვენამდე მოღწეულია „. ყ. -ის“ ერთადერთი, X ს. ხელნაწერი, რ-საც მიაკვლია ნ. მარმა ათონის მონასტერში 1897. ტექსტი გამოსცეს ნ. მარმა (1903, რუს. თარგმანითურთ), დ. კარიჭაშვილმა (1914) და ი. აბულაძემ (1944).

ლიტ.: აბულაძე ი., ქართული და სომხური ლიტერატურული ურთიერთობა IX–X საუკუნეებში. გამოკვლევა და ტექსტები, თბ., 1944; კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; მეტრეველი ს., ცხრა ძმა კოლაელთა წამება, წგ. ქართული აგიოგრაფიის (IV–X სს.) იკონოგრაფიული სახისმეტყველება, თბ., 2008; ჩოლოყაშვილი ბ., უძველესი ქართული მარტიროლოგიური თხზულება, თბ., 2003; ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, შედგ. სოლ. ყუბანეიშვილის მიერ, [ტ.] 1, თბ., 1946. ჯავახიშვილი ივ. თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 8, თბ., 1977; Марр Н. Я., Мученичество отроков колайцев, «Тексты и разыскания по арм.- груз. филологии», 1903, кн. 5.

ვ. ბააკაშვილი