დრეპანიუსი

დრეპანიუსი პაკატუს (Drepanius Pacatus, Latinus), IV ს. რომაელი ორატორი და პოეტი. ავტორი ვრცელი „პანეგირიკისა" (389), რ-იც მიუძღვნა იმპ. თეოდოსიუს I-ს (379–395) უზურპატორ მაქსიმუსის დამარცხების შემდეგ.

ამ თხზულებაში დ. ეხება რომაელთა სამფლობელოებს აღმოსავლეთში და გვაწვდის საყურადღებო ცნობას, რომ კოლხეთი იმყოფება „რომაელთა ხელისუფლების ფარგლებს გარეთ".

ლიტ.: М е л и к и ш в и л и  Г. А., К истории древней Грузии, Тб., 1959; Encyclopaedia Britannica. Micropaedia, v. 7, 1973–74.