კოლიზია კანონთა

კოლიზია კანონთა, ერთი და იმავე სამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად ერთმანეთის საწინააღმდეგო საკანონმდებლო აქტების არსებობა. კოლიზია წარმოიშობა იმ შემთხვევაში, როდესაც ერთმანეთს ეწინააღმდეგება კანონთა იერარქიის ერთი დონის ნორმები. თუ ურთიერთსაწინააღმდეგოა სხვადასხვა დონის ნორმატიული აქტები, კოლიზიის პრობლემა არ წარმოიქმნება, რადგან გამოიყენება იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი კანონი.

კ. კ. გადაიჭრება იმ ნორმატიუსლი აქტის არჩევის გზით, რ-იც გამოიყენება სამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად. კანონთა კოლიზიის ვითარებაში გამოიყენება უფრო ახალი (გვიანდელი) ნორმატიული აქტი. ზოგად და სპეციალურ ნორმებს შორის კოლიზიის დროს უპირატესობა ენიჭება სპეციალურ ნორმას. შესაძლოა, ნორმატიულ აქტში მითითებული იყოს, თუ რ ომელი ნორმა უნდა იქნეს გამოყენებული კოლიზიისას ამ ნორმატიული აქტის ნორმასა და სხვა ნორმებს შორის.

ი. უჯმაჯურიძე