კოლხური თხილი (ლათ. Corylus colchica), ბუჩქი არყისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 1 მ აღწევს. ნორჩი ყლორტები მოფენილი აქვს გრძელი აბრეშუმისებრი ბუსუსებით. ნაყოფი პატარაა, კვერცხისებრი, თავწაწვეტებული, თითო-თითო ან რამდენიმე ერთად შეჯგუფებული ენდემია, გავრცელებულია დას. საქართველოს (კოლხეთი) მთის ზედა და სუბალპურ სარტყელში (2300 მ-მდე) კირქვებზე. ნაზვავებზე ქმნის რაყას. ყვავილობს აპრილში, ნაყოფი სექტემბერში მწიფდება. მრავლდება თესლითა და ამონაყარით. იტანს სიცივეს. ხარობს ტენიან ნიადაგზე. შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“.