„დრო“

„დრო“, ყოველდღიური პოლიტიკური და ლიტერატურული ლეგალური ბოლშევიკური გაზეთი. გამოდიოდა თბილისში გაზ. „ჩვენი ცხოვრების" შემდეგ 1907 წ. 11(24) მარტიდან 15(28) აპრილამდე ი. სტალინის (ფსევდ. კობა) ხელმძღვანელობით (რედ.- გამომც. – ი. წივწივაძე). გამოვიდა 31 ნომერი.

„დ.“ აშუქებდა პეტერბურგის, მოსკ., რუსეთის სხვა სამრეწვ. ცენტრების, ამიერკავკ. პროლეტარიატისა და გლეხობის რევ. ბრძოლებს, ცხარე კამათი ჰქონდა მენშევიკებთან და ანარქისტებთან. სარედაქციო კოლეგიაში შედიოდნენ მ. ცხაკაია, ფ. მახარაძე, მ. დავითაშვილი, გ. თელია და სხვ. დაიხურა თბილ. გუბერნატორის განკარგულებით.

გ. ჟვანია