კონსტანტინოპოლის მანგანის აკადემია

კონსტანტინოპოლის მანგანის აკადემია, უმაღლესი განათლების კერა, რ-იც 1045 კონსტანტინოპოლში დააარსა კონსტანტინე მონომაქოსმა. აკადემიაში იყო ფილოს. და იურიდ. ფაკ-ტები. ასწავლიდნენ გეომეტრიას, არითმეტიკას, მუსიკას, თეოლოგიას, რიტორიკას, დიალექტიკას, ფიზიკასა და მეტაფიზიკას, საერო და საღვთისმეტყველო ისტორიას. კ. მ. ა. სასწავლებლად იზიდავდა სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდობას, მ. შ. ქართველებსაც. აქ აღიზარდნენ იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი, ეფრემ მცირე და სხვ. კ. მ. ა-ის პრინციპები საფუძვლად დაედო გელათის აკადემიასაც (1106). კ. მ. ა-მ არსებობა შეწყვიტა თურქთა მიერ კონსტანტინოპოლის აღების (1453) შემდეგ.

ს. გამსახურდია