კორთხონჯია ვლადიმერ პარმენის ძე (2. II. 1935, სენაკი, – 25. VIII. 2021, თბილისი), ფიზიკოსი, ექსპერიმენტატორი, პლაზმის ფიზიკისა და ქიმიის სპეციალისტი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (2006). დაამთავრა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი (1958). 1958-იდან მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ფიზიკის ინ-ტში (2006-იდან – თსუ-ის ე. ანდრონიკაშვილის ფიზ. ინ-ტი), 1975–80 იყო ინ-ტის დირექტორის მოადგილე სამეცნ. ნაწილში.
კ-ს სამეცნ. მოღვაწეობის ძირითადი სფეროა წყალში მავთულის აფეთქების კვლევა მასში ძლიერი დენის გატარებისას, ამ პროცესის შედეგად ინიცირებული ეგზოთერმული ქიმ. რეაქციის პროდუქტებისა და წარმოქმნილი მკვრივი პლაზმის შესწავლა, რითაც მეცნ. ახ. მიმართულებას ჩაეყარა საფუძველი; არის სამეცნ. პუბლიკაციებისა და 1 პატენტის (თანაავტ.: მ. მდივნიშვილი, მ. ლორთქიფანიძე, გ. წიქარიშვილი) ავტორი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: Влияние СВЧ излучения на магнитные свойства ВТСП керамики, Тб., 1990 (თანაავტ.); „О роли экзотермической химической реакции при взрыве проволоки в жидкости, „Письма в ЖТФ“, 2003, т. 29, вып. 19; О природе импульсного давления, создаваемого взрывом проволоки в воде, ЖТФ, 2006, т. 51, вып. 11 (თანაავტ.), М. О., Мдивнишвили, З. К. Саралидзе).