კორკელია კონსტანტინე გივის ძე

კორკელია კონსტანტინე გივის ძე (დ. 11. IV. 1974, თბილისი), იურისტი. იურიდიულ მეცნ. დოქტორი, პროფესორი (2004).

1997 დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი. 2003 – ამავე უნ-ტის საერთაშ. სამართ. და საერთაშ. ურთიერთობების ფაკ-ტი; 1999–2000 სწავლობდა ლეიდენის (ნიდერლანდები) უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტზე (მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი).

1995–2000 მუშაობდა საქართვ. საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2000– 02 იყოსაქართვ. წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში; 2005 – ეროვნ. უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე; 2005–07 – იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე; 2007–13 –საქართვ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩილატვიის რესპუბლიკაში; 2013–17 – საქართვ. მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში; 2002–05 – საქართვ. მეცნ. აკად. სახელმწიფოსა და სამართლის ინ-ტის დირექტორის მოადგილე; 2005–06 იმავე ინ-ტის საერთაშ. და ევრ. სამართლის განყ-ბის უფროსი; 2005–09 – თსუ-ის აკად. საბჭოს წევრი. არის თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტის საერთაშ. სამართლის მიმართულების პროფესორი.

კ. არის სამეცნ. ნაშრომებისა და სტატიების ავტორი.

თხზ.: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება საქართველოში, თბ., 2004.

ი. უჯმაჯურიძე