კორძაია დიმიტრი ჯანსუღის ძე

კორძაია დიმიტრი ჯანსუღის ძე (დ.11. XI. 1958, თბილისი), ქირურგი, ანატომი, პალიატიური მზრუნველობის სპეციალისტი. მედ. მეცნ. დოქტორი (1994), პროფესორი (1996).

1982 დაამთავრა თსსი. 1983– 2002 იყო ამავე ინ-ტის ოპერაციული ქირურგ. და ტოპოგრაფიული ანატ. კათედრის, ხოლო 1994–2002 – ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის (ახლანდ. ქირურგ. ეროვნ. ცენტრი) ჰეპატო-ბილიარული ქირურგიის განყ-ბის თანამშრომელი; 1998– 2005 – საქართვ. შრომის, ჯანმრთელობის და სოც. დაცვის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი; 2005-იდან თსუ-ის მედ.ფაკ-ტის კლინიკური ანატ. და ოპერაციული ქირურგ. კათედრის ხელმძღვანელი; 2009–17 – ამავე უნ-ტის დეკანის მოადგილე; 2017-იდან – დეკანი; 2005–12 ა. ნათიშვილის სახ. ექსპერ. მორფოლოგიის ინ-ტის დირექტორი. 2013-იდან ამავე ინ-ტის მთ. მეცნიერი თანამშრომელი. სამეცნ. საბჭოს თავ-რე.

კ. არის სამეცნ. ნაშრომების, მ.შ. 2 მონოგრაფიისა და 3 სახელმძღვანელოს ავტორი, რ-ებშიც განხილულია ღვიძლისა და სანაღვლე გზების ანატ. და ქირურგიის, აგრეთვე პალიატიური მზრუნველობის საკითხები. მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2012).

თხზ.: ღვიძლგარეთა ქოლესტაზი, თბ., 1990; ტოპოგრაფიული და კლინიკური ანატომია (სახელმძღვ. თანაავტ.), თბ., 2005; პალიატიური მზრუნველობა (სახელმძღვ.), თბ., 2005.