კორძახია გურამ ვლადიმერის ძე

გ. კ ო რ ძ ა ხ ი ა. ვლადიმერ მაიაკოვსკი,
არქიტ. გ. ჯაფარიძე. ბრინჯაო. 1978.
თბილისი.

კორძახია გურამ ვლადიმერის ძე (21. VI. 1923, თბილისი, – 23. X. 1970, იქვე), მოქანდაკე. საქართვ. დამს. მხატვარი (1966). სწავლობდა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში (1946–52). მეორე მსოფლიო ომის (1939–45) მონაწილე. 1954-იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას ი. ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებელში, ხოლო 1966–70 – თბილისის სამხატვრო აკადემიაში. მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საკავშირო გამოფენებში. მისი საკონკურსო პროექტია ვახტანგ გორგასლის ძეგლი თბილისში, (1957, III პრემია; არქიტ. ო. კალანდარიშვილი); ნამუშევრები: ვ. მაიაკოვსკის ძეგლი მოსკოვსა (1955, ბრინჯაო, პოეტის სახლ-მუზეუმი; არქიტ. დ. მორბედაძე) და თბილისში (1979, ბრინჯაო, გ. რობაქიძის გამზირი; არქიტ. გ. ჯაფარიძე); „გოგონა ყვავილი“ (1967, მარმარილო, სასტუმრო „ივერიის“ შიგა ეზო, ამჟამად სასტუმრო „რედისონ-ბლუ ივერია“, თბილისი) და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

თ. გერსამია