კორძახია მიტროფანე ოტიას ძე [4 (16). VII. 1890, სოფ. აბაშა, – 28. IV. 1970, თბილისი], გეოგრაფი კლიმატოლოგი. კიევის უნ-ტის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტის დამთავრების (1915) შემდეგ მუშაობდა თბილისში მასწავლებლად; 1925–40 – თბილ. გეოფიზ. ობსერვატორიაში განყ-ბის გამგედ; 1940–52 თსუ-ში კითხულობდა ლექციებს კლიმატოლოგიაში; 1952–55 იყო საქართვ. კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის ინ-ტის განყ-ბის გამგე, 1955–70 – საქართვ. მეცნ. აკად. ვახუშტის სახ. გეოგრ. ინ-ტის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი. კ-ს ძირითადი შრომები ეძღვნება კლიმატოლოგიას, ასევე საქართვ. კლიმატოლოგიის საკითხებს. „საქართველოს სსრ ატლასის“ შედგენაში (1964) მონაწილეობისათვის მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (1971).
თხზ.: საქართველოს ჰავა, თბ., 1961; საქართველოს სსრ კლიმატური რუკა, მ., 1962 (თანაავტ. შ. ჯავახიშვილი).