კოტარია ანდრო თომას ძე (14. I. 1919, სოფ. ზანათი, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი, – 22. V. 2007, თბილისი), გეოგრაფი, კლიმატოლოგი. გეოგრ. მეცნ. დოქტორი (1977), პროფესორი (1991). 1938 ჩაირიცხა თსუ-ის გეოგრ.- გეოლოგიის ფაკ-ტზე. 1941–45 მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. დემობილიზაციის შემდეგ სწავლა განაგრძო თსუ-ში, რ-იც დაამთავრა 1948 ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის სპეციალობით. 1949 მუშაობა დაიწყო საქართვ. კურორტოლოგიის ინ-ტში; 1952- იდან მოღვაწეობდა თსუ-ში, გეოგრ.-გეოლოგიის ფაკ-ტის ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის კათედრაზე.
კ-ს მეცნ. შრომები ძირითადად ეხება ბრიზული ცირკულაციის ცალკეულ პარამეტრებს, მის გავლენას მეტეოროლ. ელემენტების დღეღამურ რეჟიმსა და კლიმატურ პირობებზე, ვერტიკალურ სტრუქტურაზე და სხვ. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კოლხეთის ჭაობების ამოშრობასთან დაკავშირებით კლიმატური ცვლილების საკითხებს.
კ-ს გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები, მ.შ. ორტომიანი სახელმძღვანელო ზოგად მეტეოროლოგიაში. 1975 მიენიჭა თსუ-ის სამეცნ. პრემია.
თხზ.: ზოგადი მეტეოროლოგია, და კლიმატოლოგია, ნაწ. 1, კლიმატოლოგიის საფუძვლები, თბ., 1973; მეტეოროლოგიურ დაკვირვებათა კლიმატოლოგიური დამუშავების მეთოდები, ლექციებისა და პრაქტიკული მეცადინეობების კურსი, თბ., 1987; Некоторые вопросы вертикального развития бризовой циркуляции Черноморского побережья Грузии, ჩообщения АН ГССР, 1958; მ. 20; К вопросу о климатологическом расчете суммарной радиации в условиях сложного рельефа Грузии, იქვე, 1961, т. 26.
ლიტ.: ზაქარიაძე ე., დიდი სამამულო ომის ვეტერანები თბილისის უნივერსიტეტში, თბ., 1985; შველიძე ზ., თბილისის უნივერსიტეტის წარგზავნილები დიდ სამამულო ომში, თბ., 1975.
კ. კახაძე