კოტეტიშვილი ქეთევან ვახტანგის ასული

კოტეტიშვილი ქეთევან ვახტანგის ასული (დ. 22. I. 1960, თბილისი), ფიზიკოსი. ტექნ. მეცნ. დოქტორი (2004), პროფესორი (2004). 1981 დაამთავრა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი. 1981–83 იყო თსუ-ის მყარი სხეულების ფიზ. კათედრის მეცნიერი თანამშრომელი; 1982-იდან სტუ-ის ფიზიკის დეპარტამენტში ხელმძღვანელობს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკ-ტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს. . არის საქართველო–გერმანიის სამეცნიერო ხიდის ერთ-ერთი დამფუძნებელი და იულიხის (გერმანია) კვლ. ცენტრისა და შოთა რუსთაველის საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის (სესფ) ერთობლივი პროგრამების („ქართულ-გერმანული სკოლა“ და „შემოდგომის ლექციები თბილისში“) კოორდინატორი და დამფუძნებელი, პროფესიული ასოციაცია IEEE-ისა და საერთაშ. ჟურნალ Journal of Pharmaceutical and Applied Chemistry“ სარედაქციო საბჭოს წევრი, საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნ. ცენტრის ექსპერტი, საქართვ. უმაღლესი საგანმან. დაწესებულებების საავტორიზაციო საბჭოს წევრი.

კ-ის სამეცნ. კვლევის მიმართულებაა სამედიცინო ფიზიკა: ადამიანის თავის ტვინის კვლევა ტრავმული დაზიანებებისას, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (მრტ) ახ. ბიომარკერების კვლევა და გამოყენება, მრტ-ის სპექტროსკოპიული მეთოდოლოგიის განვითარება და ექსპერ. მეთოდების გაუმჯობესება. გამოქვეყნებული აქვს 9 სახელმძღვანელო და სამეცნ. სტატიები.

თხზ.: Некоторые нелинейные явления в прозрачной электронной плазме, „Физика плазмы“, 1983 т. 9, вып. 4 (თანაავტ.: П. К. Коу, Н. Л. Цинцадзе); Between-Session Variability of Diffusion Kurtosos Metrics in Vivo Brains ISMRN, Singapore, 2016 (თანაავტ.: N. Kobalia, F. Grinber at al.).