„კოტეხი“

კოტეხი, გურჯაანი

„კოტეხი“, ქართული ღვინო, მზადდება ამავე დასახელების მიკროზონაში (მევენახეობის სპეციფიკური ზონა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მდ. ალაზნის მარჯვ. სანაპიროზე) მოწეული რქაწითლისა (თეთრი მშრალი ღვინო) და საფერავის (წითელი მშრალი ღვინო) ჯიშის ყურძნისგან დურდოზე სრული დადუღებით. გამოირჩევა ჯიშური არომატის მქონე, ნაზი, ხავერდოვანი გემოთი. სპირტშემცველობა 10,5–12,0%, შაქრიანობა 4 გ/დმ 3, მჟავიანობა 5,0–7,0 გ/დმ 3. აწარმოებენ 1976-იდან, უშვებს „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქ-ნა“.

ბ. კალანდაძე