კოტია არკადი კონსტანტინეს ძე

კოტია არკადი კონსტანტინეს ძე [26.VIII (8. IX). 1907, ბათუმი, – 15. IV. 1995, თბილისი], ელექტროტექნიკოსი, საქართველოში ენერგეტიკის დარგისა და ელექტროტექნიკური განათლების ერთ-ერთი ფუძემდებელი. პროფესორი (1988), საქართვ. დამს. ინჟინერი (1962), საქართვ. უმაღლესი სკოლის დამს. მუშაკი (1985). 1930 დაამთავრა სპი ინჟინერ-ელექტროტექნიკოსის სპეციალობით და მუშაობა დაიწყო თბილ. ელექტროსისტემის სამმართველოში ინჟინრად. 1931–33 მუშაობდა ამიერკავკასიის ენერგეტიკის და ელექტრომექანიკის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში, ხოლო 1933–36 – საქენერგოში; 1936–48 ხელმძღვანელობდა თბილისის თბოელექტროცენტრალის მშენებლობას (შემდგომში დირექტორი). 1948–59 იყო ენერგეტიკის ინ-ტის უფრ. მეცნ. თანამშრომელი.

კ. ეწეოდა პედ. საქმიანობას ამიერკავკასიის ელექტროკავშირის ინჟინერთა (1932–38), საქართვ. სას.-სამ. (1935–38) და თბილ. რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა (1952–59) ინ-ტებში, სპი-ში (1930–1985). იყო სპი-ის ენერგეტიკის ფაკ-ტის დეკანი (1958– 62) და ზოგადი და თეორიული ელექტროტექნიკის კათედრის გამგე (1953–82). ქართულად თარგმნა სახელმძღვანელოები: „ელექტროტექნიკის თეორიული საფუძვლები“ (პ. კალანტაროვი, ლ. ნეიმანი, ტ. 1–2), „ზოგადი ელექტროტექნიკა“ (ა. კასატკინი, მ. პერეკალინი) და სხვ. არის ელექტროტექნიკის თეორიული საფუძვლებისა (თანაავტ. გ. ჩიქოვანი, 1973) და ელექტროტექნიკის (1978) სახელმძღვანელოების ავტორი.

კ-ის სამეცნ. კვლევები მოიცავს ენერგეტიკის პრობლემების ფართო სპექტრს: მაღალი ძაბვის ქსელების ელექტრული რეჟიმების ანალიზს, ქსელში აქტიური სიმძლავრის დანაკარგების შემცირების მეთოდების დამუშავებას, და სხვ. შეისწავლა საქართვ. ჰიდროენერგეტიკული რესურსები და მათი განვითარების პერსპექტივები. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები. დაჯილდოებულია სახელმწ. ჯილდოებით.

თხზ.: Асимметрия токов в трехфазных сетях, вызванная параметрическим источником тока, „Сообщения АН ГССР“, 1983 №3, (თანაავტ. Г. В. Вадачкория); О чувствительности мостовых измерительных схем, „Элекричство“, 1985, №1 (თანაავტ. А. К. Абурджания, Т. Г. Муселиани, Н. А. Никуркадзе).

ლიტ.: ნ ა ჭ ყ ე პ ი ა  შ., გამოჩენილი ენერგეტიკოსი. არკადი კოტიას დაბადებიდან 100 წლისთავი, თბ., 2007.

ბ. კოტია

თ. არსენაძე