კოტოვიჩი (კოოტვიჩი, კოტოვიკუსი), იოჰან ფონ (გ. 1629), ჰოლანდიელი იურისტი, იმოგზაურა იერუსალიმსა და სირიაში, რ-ის შესახებაც მოგვითხრობს თავის ნაწარმოებში „იერუსალიმსა და სირიაში მოგზაურობის აღწერა“. იერუსალიმში კ-ს უნახავს სალოცავად მისული ქართველი მხედრობა გაშლილი დროშებით. ივ. ჯავახიშვილის აზრით, ეს საქართველოს სახელმწ. დროშა უნდა ყოფილიყო.
კ. წერს: „ქართველები სხვა წმინდანებზე მეტად წმ. გიორგის სცემდნენ პატივს და სამხედრო დროშებზე გამოსახული მისი სახე ყოველთვის თან დაჰქონდათ“.
თხზ.: Itinerarium Hierosolymtanum et Syriacum etc., Antv., MDC XIX, 1619.
ლიტ.: თვარაძე ალ., საქართველო და კავკასია ევროპულ წყაროებში, თბ., 2004; ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 7, თბ., 1984.