კოტორაშვილი ალექსანდრე გიორგის ძე (დ. 1. X. 1943, სოფ. ახშანი, ახმეტის მუნიციპალიტეტი), ფოტოხელოვანი, სპორტის დამს. მუშაკი (2002). დაამთავრა ფიზკულტურის ინ-ტთან არსებული მწვრთნელთა სკოლა მძლეოსნობისა და ფეხბურთის განხრით (1966), 1977 – ა. ს. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტი. 1962 მუშაობა დაიწყო კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. 1967-იდან იყო გაზ. „ახალგაზრდა კომუნისტის“ ფოტოკორესპონდენტი; 1975-იდან – სპორტულ ჟურნალ „მართვეს“ ფოტოკორესპონდენტი. 1977–2012 მუშაობდა გაზ. „ლელოში“. 2013-იდან თანამშრომლობს საქართველოს ჭიდაობის ეროვნ. ფედერაციაში.
კ. არის საქართვ. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრი. 2013 ქართული ფოტოხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიიღო ა. როინაშვილის სახ. პრემია, აგრეთვე საქართვ. დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაციის, მ. კაკაბაძისა და გ. თიკანაძის სახ. პრემიები. კ. არის არაერთი საერთაშ. ფოტოკონკურსისა და გამოფენის მონაწილე და გამარჯვებული.
2022 ჯ. კახიძის სახ. თბილისის მუს.-კულტურულ ცენტრში შედგა კ-ს პერსონალური ფოტოგამოფენა.
კ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003).