კოტრიკაძე სერგო პარმენის ძე

ს. კოტრიკაძე 

კოტრიკაძე სერგო პარმენის ძე (9. VIII. 1936, ჩოხატაური, – 3. V. 2011, სტოკჰოლმი, შვედეთი; დაკრძალულია თბილისში), სპორტსმენი (ფეხბურთი, მეკარე). სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1969). თამაშობდა თბილისის „დინამოში“ (1955–68, 1970), ქუთაისის „ტორპედოში“ (1968–69). სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 260 მატჩი. სსრკ ჩემპიონი (1964) და მესამე პრიზიორი (1959, 1962, 1967), სსრკ თასის გათამაშების ფინალისტი (1960). სსრკ საუკეთესო მეკარე (1962). სამჯერ მოხვდა სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში (1960–61, 1963). სსრკ ოლიმპიურ ნაკრებში ჩაატარა ორი მატჩი (1963). თბილისის „დინამოს“ მწვრთნელი (1971–73). დასახელდა საქართველოს XX ს. საუკეთესო მეკარედ (1999). ღირსების ორდენის კავალერი (1996).