კოქციდიები (Coccidia), უმარტივეს ცხოველთა რიგი სპორიანების კლასისა. შეიცავს 1000-ზე მეტ სახეობას. უჯრედშიგა პარაზიტებია. აქვთ პატარა, მომრგვალო უჯრედის ფორმა და ბუშტისებრი ბირთვი. პარაზიტობენ უხერხემლო და ხერხემლიანი ცხოველების საჭმლის მომნელებელი ორგანოების ეპითელურ უჯრედებში. იშვიათად გვხვდება შუა აზიასა და სამხრ. კავკასიაში. კ-ის ზოგიერთი სახეობა (Isospora hominis და Isospora belli) იწვევს ნაწლავთა დაავადებას. კ-ების თითოეული სახეობა ერთ გარკვეულ მასპინძელ-ცხოველში პარაზიტობს, ზოგი – ორში. მათი სასიცოცხლო ციკლია უსქესო გამრავლება, სქესობრივი პროცესი და სპოროგონიის კანონზომიერი მორიგეობა. ზოგი კ. იწვევს კოქციოდიოზს.