კოღოთო

კოღოთო, სოფელი კახეთის რეგიონის ახმეტის მუნიციპალიტეტში (ოჟიოს თემი), ალაზნის ვაკეზე, მდ. ალაზნის მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 460 მ, ახმეტიდან 20 კმ, თელავიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 15 კმ. 415 მცხ. (2014).

სოფელში და მის მიდამოებში დგას გვიანდ. შუასაუკუნეების რამდენიმე დარბაზული ეკლესია კოპალასი, ჭართანულების, ჯანაანის ღვთისმშობლის და უსანეთის (XVIII ს.) სახელობის. ამჟამად ყველა მათგანი დაზიანებულია.

ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2. თბ., 2008.