კოღონია იუა აბასის ძე

კოღონია იუა აბასის ძე [28. X(10. XI). 1903, სოფ. კუტოლი, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, – 15. VI. 1928, სოხუმი], აფხაზი პოეტი. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის აფხ. ეპიკური პოეზიის განვითარებაში. 1924–25 გამოქვეყნებული მისი პოემები „ზოსჰან აჩბა და ჟანაა ბესლანის ვაჟიშვილები“, „ნავეი და მზაუჭი“, „მონადირე ხმიჭი“, „აბათაა ბესლანი“ გამოირჩევა ცხოვრების ღრმა ცოდნით, ჰეროიკული სულისკვეთებითა და ოპტიმისტური ჟღერადობით. კ-მ გამოკვეთა უსამართლობისა და ბოროტების წინააღმდეგ მებრძოლი, მაღალი სულისა და კეთილშობილ მისწრაფებათა მქონე ეპიკურ გმირთა სახეები. მის პოემებში მხატვრულად აისახა ფოლკლორის მოტივები. კ-ს ლირიკული ლექსები ეძღვნება აფხაზეთს, მის აწმყოსა და მომავალს.

ლიტ.: აფხაზური ლიტერატურა, თბ., 1975.