კოღუაშვილი გიორგი მურმანის ძე

კოღუაშვილი გიორგი მურმანის ძე (დ. 26. IV. 1969, ქუთაისი), სპორტსმენი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა). 1993-იდან გამოდიოდა რუსეთის სახელით. ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1992, ბარსელონა), მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1993–94, 1997–99) და მესამე პრიზიორი (1995), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1995–96, 2002) და მეორე პრიზიორი (2000), მსოფლიოს თასის მფლობელი (1991) და მესამე პრიზიორი (2003). რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.