კოღუაშვილი ლევან გიორგის ძე

ლ. კოღუაშვილი 

კოღუაშვილი ლევან გიორგის ძე (დ. 18. III. 1973, თბილისი), კინორეჟისორი, სცენარისტი. დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშ. სახელმწ. ინ-ტის სადადგმო ფაკ-ტის სარეჟისორო განყ-ბა (მ. ხუციევის სახელოსნო, 1998). სწავლობდა ნიუ-იორკის (აშშ) უნ-ტის კინოფაკ-ტის მაგისტრატურაში (2002–04). 1992-იდან მუშაობდა ტელეკომპანია „იბერვიზიაში“ რეჟისორად და პროდიუსერად. გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმები: „ზარი“, „ღირსეულად არყოფნა“ (1997), „2“ (1999), „გივი“ (2001), „გამოსწორება“ (2002), „ვალი“ (2004); დოკ. ფილმები: „ბეთლემი-2000“ (2000), „მამა და შვილი“ (2003), „სახლი“ (2004), „პატარა თეატრი ვაშინგტონში“ (2005), „ქალები საქართველოდან“ (2008). სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები: „ქუჩის დღეები“ [2010; ვისბადენის (გერმანია) საერთაშ. კინოფესტივალის მთ. პრიზი „ოქროს შროშანი“ და კრიტიკოსთა პრიზი აღმ. ევროპის ქვეყნების საერთაშ. კინოფესტივალზე (სერბეთი)], „შემთხვევითი პაემნები“ [2013; სოფიის (ბულგარეთი), ვილნიუსის (ლიტვა), ვისბადენის (გერმანია) საერთაშ. კინოფესტივალების პრიზები [2014; „მეოთხე ბრაიტონი“ [2021; ამავე წელს მიღებული აქვს პრიზები ტრაიბეკას (საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმი) კოტბუსის („ფიპრესის“ ჟიურის პრიზი), საუდის არაბეთის წითელი ზღვის და ფრიბურგის (შვეიცარია) სკფ-ებზე].

მ. კერესელიძე