კოწახური (Berberis), მცენარეთა გვარი კოწახურისებრთა ოჯახიდან (Berberidaceae). გავრცელებულია ცენტრ. და სამხრ. ევროპაში, ყირიმში, ირანში, ჩრდ. ამერიკაში, აღმ. ციმბირში, კავკასიაში. კარგად იტანს სიცხესა და სიცივეს. ძირითადად მარადმწვანე ბუჩქია, იშვიათად – ხე. ფოთლები ელიფსურია, აქვს წითელი, მჟავე, წაგრძელებული ნაყოფი, სიგრძით 12 მმ-მდე. გამოიყენება მედიცინაში, ფოთლები და ნაყოფი – კულინარიაში.
საქართველოში გვხვდება ორი სახეობა: ჩვეულებრივი კ. (B. vulgaris L) ბუნებრივადაა გავრცელებული მთელ საქართველოში – ტყეებში, ბუჩქნარებში, მდელოებზე, ველებზე, ქვაღორღიანებზე, რიყეებზე და სხვა ადგილებში, ხოლო ქართული კ. (B. iberica Stev. & Fisch) რ-იც იშვიათად გვხვდება მხოლოდ აღმ. საქართველოში. დაცულია ვაშლოვნის ნაკრძალში. შეტანილია „წითელ ნუსხაში“.