კოჭბაანის სამარხები, არქეოლოგიური ძეგლი. 1965 სოფ. კოჭბაანის (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩენილ დანგრეულ სამარხებში გამოვლინდა ორი ქრონოლოგიური პერიოდის ინვენტარი. VI–VII სს. მიეკუთვნება ბრინჯაოს სამი საკინძი ბრინჯაოსა და მინის თავებით, ხოლო XII–XIV სს. – მინის სამაჯურები, მინის, ძვლის, ფაიანსისა და ქალცედონის მძივები. აღნიშნული ნივთები სოფლის ტერიტორიაზე შუასაუკუნეთა ხანის სამაროვნის არსებობაზე მიუთითებს. მასალა ინახება გომბორის საჯარო სკოლაში.
ლიტ.: ჯორბენაძე ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019.
ბ. ჯორბენაძე