კოჭიო

კოჭიო (ყოფ. კაჭიო), სოფელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის პლატოზე. თემის ცენტრი (სოფლები კ., აგანა, ალათუბანი, ბეჟანო, მოდეგა, სირქვა). ზ. დ. 1720 მ, ახალქალაქიდან 23 კმ. 421 მცხ. (2014).

სოფელში შემორჩენილია ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი, X ს. დარბაზული ეკლესია. მისი კედლები და კამარა ამოყვანილია ადგილ. მოწითალო ფერის კარგად დამუშავებული ქვით. აღმ. და დას. ფასადის სარკმლები, აგრეთვე ინტერიერში ჩრდ. და სამხრ. კედლების სვეტისთავები, რ-ებზედაც შუა საბჯენი თაღია ამოყვანილი, მოჩუქურთმებულია. საშენი მასალის, შესრულების ტექნიკისა და ორიგინალური არქიტექტ.-დეკორ. ფორმების მიხედვით ეკლესია ჯავახეთის ხუროთმოძღვრების X ს. ძეგლების ტიპისაა.

ნ. ჩუბინაშვილი