კოჭლავაშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (8. X. 1906, თბილისი, – 8. I. 1977, იქვე), ისტორიკოსი, ისტ. მეცნ. დოქტორი (1966), პროფესორი (1970), გენერალ-მაიორი (1945). II მსოფლიო ომის (1939– 45) მონაწილე. 1935 დაამთავრა საქართვ. ინდუსტრიული ინ-ტი. 1937–39 მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე – იყო აჭარის არ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი (1939–41), საქართვ. შს სამინისტროში კონტრდაზვერვის უფროსი (1941–45), სოხუმის ფიზ.- ტექ. ინ-ტის სპეც. ობიექტის ხელმძღვანელი, დირექტორი (1945–51), საქართვ. უშიშროების მინისტრი (1952–53), რუსთავის მეტალურგიული ქ-ნის დირექტორის მოადგილე (1953–54), საქართვ. მეცნ. აკად. ისტორიის ინ-ტის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი (1954–76).
კ. შეისწავლიდა დ. გურამიშვილის, ნ. ბარათაშვილის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, გ. ნიკოლაძის მოღვაწეობას. მას ეკუთვნის სამეცნ. შრომები, მ. შ. 10 მონოგრაფია.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: История машиностроения в советской Грузии (1921–1932), Тб., 1966..