კოჭლამაზაშვილი თამაზ (ექვთიმე) შაქროს ძე

თ. კოჭლამაზაშვილი

კოჭლამაზაშვილი თამაზ (ექვთიმე) შაქროს ძე (დ. 22. II. 1950, ქვემო ბოდბე, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი), ფილოლოგი, თეოლოგი. 1973 დაამთავრა სპი ელექტრონულ-ციფრული მანქანების სპეციალობით და თბილ. მე-4 მუს. სასწავლებელი; 1976 – მცხეთის სას. სემინარია; 1994 – ს.-ს. ორბელიანის სახ. თბილ. სახელმწ. პედ. ინ-ტის (ახლანდ. ილიას სახელმწ. უნ-ტი) ფილოლ. ფაკ-ტი. 1977–83 იყო საქართვ. ეკლესიის მღვდელმსახური. 1994–2006 მუშაობდა თბილ. სახელმწ. პედ. უნ-ტში; 2006-იდან – ილიას სახელმწ. უნ-ტში (სრული პროფესორი); 2019 მიენიჭა ემერიტუსის წოდება. 2010-იდან – კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრის უფროსი მეცნ. თანამშრომელია; 2022-იდან – ამავე ცენტრის სამეცნ. ბიბლიოგრაფიის, ტერმინოლოგიისა და საცნობარო ლიტ-რის განყ-ბის ხელმძღვანელი. მისი კვლევის სფეროებია ძვ. ქართ. თარგმნითი ლიტ-რა, ქართ.- ბიზანტ. ლიტ. ურთიერთობები, პატრისტიკა, კოდიკოლოგია, ლექსიკოლოგია, ეპიგრაფიკა, ჰიმნოგრაფია, ეთნოლოგია, ლიტურგიკა. კ-მა გამოსცა გრიგოლ ნოსელის, იოანე ოქროპირის, ეფრემ ასურის, მაქსიმე აღმსარებლისა და სხვ. ავტორთა თხზულებების ძვ. ქართ. თარგმანების კრიტ. ტექსტები, გამოკვლევებისა და ლექსიკონების დართვით. 2008-იდან გამოსცემს ყოველწლიურ სამეცნ. კრებულს „ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი“.

ლიტ.: დიდი სინური კურთხევანის რედაქციული თავისებურებანი, თბ., 2002; ევაგრე პონტოელის Antirrhetikos-ის ძველი ქართული თარგმანი, თბ., 2019. პავლეს ეპისტოლეთა განმარტება, თარგმნილი ეფთვიმე მთაწმიდელის მიერ, თბ., 2003; სამოციქულოს განმარტება, გამოკრებული იოვანე ოქროპირისა და სხვა წმიდა მამათა თხზულებებიდან, თარგმნილი ეფრემ მცირის მიერ, ტ. 1-3, თბ., 2000-2011; ცხოვრება წმიდა გიორგი მთაწმიდელისა, თბ., 2016; ცხოვრება წმიდათა მამათა იოანე და ეფთვიმე მთაწმიდელთა, თბ., 2016; წმიდა ეფრემ ასური, სწავლანი, ქართული ვერსია, ტ. 1, თბ., 2015;

ი. აბაშიძე