კოხანოვი ივანე ნიკოლოზის ძე (12. VII. 1825, თბილისი, – 25. II. 1909, პარიზი.), რუსეთის იმპერიის არმიის არტილერიის გენერალი (1890). ყირიმის ომის (1853–56) მონაწილე. გრენადერთა საარტილერიო ბრიგადის მეთაური (1864–66), გენ.-მაიორი (1878), ვილენის, კოვენის, გროდნოს გენ.- გუბერნატორი (1884–93). გენ.- ლეიტენანტი (1884), სახელმწ. საბჭოს წევრი (1893–95). მიხეილის საარტილერიო აკადემიის საპატიო წევრი (1895-იდან). XX ს. დასაწყისში ემიგრაციაში წავიდა.
ლ. დოლიძე