კოხნარი, სოფელი გურიის რეგიონის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, გურიის ქედის სამხრ.-აღმ. კალთაზე, მდ. ხევისწყლის (რიონის მარცხ. შენაკადი) ხეობაში. თემის ცენტრი (სოფლები: კ., ბურნათი, ნაკადული, წიფნარი). ზ. დ. 140 მ, ჩოხატაურიდან 13 კმ, საჯავახოდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 16 კმ. 575 მცხ. (2014).
სოფელში შემორჩენილია იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, განეკუთვნება XVIII–XIX სს. აგებულია სიპი ქვითა და დუღაბით. გადმოცემის თანახმად, მდ. ხევისწყლიდან ტაძრამდე, მთელ სიგრძეზე მწყობრში ჩამდგარი ხალხი ერთმანეთს აწვდიდა ქვებს მის ასაგებად. აქ მოღვაწეობდნენ უშვერიძეები და თევზაძეები.