კოხრეიძე პავლე გერასიმეს ძე

პ. კოხრეიძე 

კოხრეიძე პავლე გერასიმეს ძე (25. VII. 1921, ქ. ხონი, ახლანდ. ხონის მუნიციპალიტეტი, – 26. VIII. 2016, თბილისი), საქართვ. დამს. ჟურნალისტი (1971), ლიტერატორი, პუბლიცისტი. 1938–47 სწავლობდა თსუ-ში, ფილოლ. ფაკ-ტზე. 1941–45 მონაწილეობდა II მსოფლიო ომში, 1945–46 იყო ხონის (ყოფ. წულუკიძე) რ-ნის გაზ. „დამკვრელის“ პ/მგ მდივანი, 1946 – „ახალგაზრდა კომუნისტის“ თანამშრომელი, 1948–52 – ამავე გაზეთის რედაქტორის მოადგილე, 1952–53 – „საბჭოთა აჭარის“ რედაქტორი, 1953–54 – „კომუნისტის“ ლიტ. და ხელოვნ. განყ-ბის გამგე, 1957 (აგვ.-დეკ.) – „კომუნისტის“ პ/მგ. მდივანი. 1958–74 – გაზეთ „თბილისის“ რედაქტორის მოადგილე, 1974–83 – „საქართველოს კომუნისტის“ მთ. რედაქტორის მოადგილე, 1983–87 სამეცნ.-საგამომც. განყ-ბის უფრ. 1983–2006 – საარქივო სამმართველოს დოკუმენტური პერიოდული კრებულის, „საისტორიო მოამბისა“ და „სამეცნიერო-საინფორმაციო ბიულეტენის“ რედაქტორი.

კ-ს ეკუთვნის ლიტ.-კრიტ. წერილები ქართვ. მწერლების შემოქმედების შესახებ. აქვეყნებდა ევრ. ენებზე არსებულ XIX ს. რუსეთის შიდაცხოვრების ამსახველ ნარკვევებს.

კ-ს მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1997).

თხზ.: მარკიზ დე კიუსტინი, ნიკოლოზ I რუსეთი, პ. კოხრეიძის წინასიტყვ., თბ., 1990.

ლიტ.: თავართქილაძე ნ., მრისხანე დღეები, თბ., 1975; თოფურია ფ., გზა, რომელმაც „თბილისამდე“ მიგვიყვანა, თბ., 2000; ფირცხალავა გ., ნახევარი საუკუნე ქართულ ჟურნალისტიკაში, „სამშობლო-ფორტე“, 1997, №16; ჭიჭინაძე მ., თავმდაბლობით ამაღლებული, „თბილისი“, 1997, №14; Хатиашвили А., Победившие спят слаще побеждëнных, „Русский Клуб“, 2015, №5.

გ. გოგიაშვილი