კოხრეიძე შალვა თევდორეს ძე

კოხრეიძე შალვა თევდორეს ძე (19. VI. 1901, სოფ. იანეთი, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 1. I. 1961, თბილისი), რკინიგზის ტრანსპორტის მუშაკი, მემანქანე. II მსოფლიო ომის დროს სარკინიგზო მეურნეობის აღდგენაში გაწეული სამსახურისთვის მიენიჭა სოციალ. შრომის გმირის წოდება (1943). მუშაობდა თბილ. საორთქმავლო დეპოში მემანქანედ, 1937–46 – მემანქანე ინსტრუქტორად. 1947–56 იყო სსრკ ორი მოწვევის (1946, 1950) უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ლენინის ორდენი (1943, 1951).

ლიტ.: თევზაძე გ., რკინიგზის სწრაფმავალი მატარებლის მემანქანესტახანოვური მოძრაობის პიონერები საქართველოში, თბ., 1975.