დუბროვსკი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე (16. V. 1874, ახალციხე, – 16. XII. 1943, თბილისი), ისტორიკოსი.
1901 დაამთავრა ვარშავის უნ-ტის ისტ.-ფილოს. ფაკ-ტის ისტ. განყ-ბა. 1902–12 მუშაობდა ვარშავაში. 1914–19 თბილ. ქალთა კომერც. სასწავლებლის დირექტორი იყო, 1919–22–აზერბ. სახელმწ. უნ-ტის (ბაქო) ზოგადი ისტ. კათედრის პროფესორი, 1919– 20 – ისტ. ფაკ-ტის დეკანი (იქვე), 1920–22 – აზერბ. პოლიტექ. ინ-ტის რექტორი.
1923–32 მოსკ. გ. პლეხანოვის სახ. სახალხო მეურნ. ინ-ტში ასწავლიდა დას. ევროპის სახალხო მეურნ. ისტორიას. 1932-იდან გარდაცვალებამდე იყო თსუ-ის, 1933-იდან კი, იმავდროულად ქუთ. პედ. ინ-ტის პროფესორი. იკვლევდა XIX ს. დას. ევროპის ისტორიას. წერილები აქვს პოლონეთის ისტორიაზეც.
თხზ.: Очерки по истории 30 и 40 годов XIX столетия в Западной Европе. Франция, июль 1830 г., Ростов-на-Дону, 1905.
ვ. ბერიძე