კოხტა ღვთისმშობელი

კოხტა ღვთისმშობელი, ხუროთმოძღვრული კომპლექსი არქიტექტურული, არქეოლოგიური ძეგლი. თელავის მუნიციპალიტეტში, მდ. ჭიჭაკვისწყლის ხეობაში, სოფ. ფშავლიდან კმ-ზე. სხვადასხვა პერიოდის ორი ეკლესიის, ეკვდრის საკულტო და საცხოვრ. ნაგებობებისგან კომპლექსი შემოსაზღვრულია გალავნით, რ-ის ფორმა მართკუთხედისას უახლოვდება. გალავნის სამხრ.-აღმ. მონაკვეთში ერთმანეთის მიჯრით დგას ორი ეკლესია. ყველაზე ადრეულია VIII–IX სს. დარბაზული ეკლესია სამხრეთის კარიბჭითა და სადიაკვნით. X–XI სს-ს განეკუთვნება ჩრდ. ეგვტერი, გარშემოსავლელი და გალავანი, XVI–XVIII სს-ით თარიღდება დარბაზულ ეკლესიაზე სამხრ-იდან მიშენებული მცირე ეკლესია და მის დას-ით მდებარე მართკუთხა სადგომი. გალავანი რამდენიმე სამშენებლო ფენისაგან შედგება. საწყისი პერიოდი ჩრდ-ის ეგვტერის მშენებლობას უკავშირდება (X–XI სს.). ჩრდ.-აღმ-ით გალავნის შემკრავი ზღუდის როლს ტაძრის აღმ-ისა და ტაძარზე ჩრდ-იდან მიდგმული ეგვტერის ჩრდ. კედლები ასრულებს. გალავანი რვა მასიური კონტრფორსითაა გაძლიერებული; მათგან ხუთში თითო სასროლი ხვრელია მოწყობილი.

გალავანში შესასვლელი საკმაოდ ვიწრო კარი სამხრეთიდანაა, საიდანაც ცილინდრული კამარით გადახურულ სივრცეში შევდივართ, რ-იც ორსართულიანი კოშკურა ნაგებობის ქვემოთ სართულს წარმოადგენს. მასზე საბრძოლო კოშკი იყო დაშენებული (ამჟამად დანგრეულია). გალავნის გასწვრივ კოშკზე ასასვლელი ორმარშიანი კიბეა მოწყობილი, სამხრ.-აღმ-ის მონაკვეთში კი მართკუთხედის ფორმის (5X8 ) საცხოვრებელი სახლი იყო აგებული, რ-ის მხოლოდ ქვედა ნაწილია შემორჩენილი. გალავანი მასიურია, საფუძველში მისი სისქე 1.5 -ია, ზედა ნაწილში 50 სმ-მდე ვიწროვდება. გალავნის სიმაღლე 6 უახლოვდება.

ლიტ.: რჩეულიშვილი ლ., კოხტა ღვთისმშობელი, „ქართული ხელოვნება“, 1979, №8. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1–2, თბ., 2015.

თ. გერსამია