კოჯა იუსუფ-ფაშა

კოჯა იუსუფ-ფაშა (გ. 1800), ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი (1786–89, 1791–92). წარმოშობით ქართველი. ბავშვობაში საქართველოდან გაიტაცეს და ოსმალეთში მონად გაყიდეს. მონობიდან გათავისუფლების შემდეგ თავისი ნიჭისა და მოხერხების წყალობით, აგრეთვე ოსმალეთის ერთ-ერთი გავლენიანი მოხელის, ადმირალ ჯეზაირლი ჰასან კაპუდან ფაშას ხელშეწყობით, 1786 ოსმალეთის დიდი ვეზირი გახდა. 1791 კ. ი. მონაწილეობდა რუს.- ოსმალეთს შორის იასის საზავო ხელშეკრულების დადებაში (ოსმალეთის მხრიდან), შემდეგ კი მედინისა და ჯიდის (ახლანდ. საუდის არაბეთი) ფაშა გახდა. გარდაიცვალა იქვე.

ნ. შენგელია