კოჯა ჰუსეინი

კოჯა ჰუსეინი (დ. წ. უცნობია, – 1644 ან 1650), თურქი ისტორიკოსი. მისი თხზულება „საკვირველი ამბები“ („ბედაი ულვეყაი“) კომპილაციური ხასიათისაა. მასში გადმოცემულია ამბები ოსმალთა იმპერიის დაარსებიდან 1520-მდე; მოიცავს საყურადღებო ცნობებს საქართვ. XV–XVI სს. ისტორიის შესახებ. აღწერილია სულთან სელიმ I-ის ლაშქრობა საქართველოში, როდესაც სელიმ I, ჯერ კიდევ უფლისწული, ტრაპიზონის გამგებელი იყო, აგრეთვე ოსმალთა ლაშქრის საქართველოში შემოსვლა, ქვეყნის აოხრება და დიდი ნადავლითა და ტყვეებით უკან გაბრუნება.

ლიტ.: შენგელია ნ., XV–XIX საუკუნეების საქართველოს ისტორიის ოსმალური წყაროები, თბ., 1974.

ნ. შენგელია